კითხვა-პასუხი
რა სახის დომენის დარეგისტრირება არის შესაძლებელი .ge ზონაში?
*.ge - ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციისა და ფიზიკური პირისთვის;
*.com.ge (generic) - მხოლოდ კომერციული ორგანიზაციებისათვის;
*.edu.ge (generic) - მხოლოდ საშუალო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის;
*.gov.ge (generic) - მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებისათვის;
*.org.ge (generic) - მხოლოდ არაკომერციული ორგანიზაციებისათვის;
*.mil.ge (generic) - მხოლოდ სახელმწიფო სამხედრო ორგანიზაციებისათვის;
*.net.ge (generic) - მხოლოდ ორგანიზიციებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ ქსელების პროვაიდერებს ან ქსელურ პროექტებს;
*.pvt.ge (generic) - მხოლოდ კერძო პირებისათვის
(იხილეთ .GE დომენის რეგისტრაციის წესები და პირობები - 1).


რა არის საჭირო დომენის რეგისტრაციისთვის?
შეავსეთ ონლაინ შეკვეთის ფორმა და ამობეჭდეთ. იურიდიული პირის განაცხადს უნდა ჰქონდეს ბეჭედი და ხელმძღვანელის ხელმოწერა, ხოლო ფიზიკური პირის განაცხადს - ხელმოწერა და პირადობის მოწმობის ასლი.
განაცხადი მოგვაწოდეთ მისამართზე: ვაჟა ფშაველას გამზ. 71, ტელ. 2970037.

 
როგორ შევცვალოთ დომენის DNS–ები?
1. საკონტაქტო ელ.ფოსტიდან გააგზავნეთ მოთხოვნა info@nic.ge -ზე. წერილი უნდა იყოს დომენის მფლობელისგან ან საკონტაქტო პირისგან. დნს–ის ცვლილება გაკეთდება მას შემდეგ, რაც ადმინისტრატორი მიიღებს დადასტურებას წერილის გამგზავნისაგან reply–ით.
ან
2. მოგვაწოდეთ დომენის მფლობელის მიერ შევსებული და დამოწმებული (ხელმოწერით და ბეჭდით, თუ იურიდიული პირია) ფორმა. ცვლილების ფორმის მოტანა საჭიროა საკონტაქტო ინფორმაციის (ტელეფონის ნომრის, ელ.ფოსტის) ან საკონტაქტო პირის შეცვლის შემთხვევაში.

 
რას ნიშნავს ონლაინ შეკვეთის ფორმაში ველი NS? 
დომენის რეგისტრაციისათვის აუცილებელია მინიმუმ ორი სერვერის (primary and secondary DNS) არსებობა. ამ ველში უნდა მიუთითოთ ის სერვერები, რომლებიც უზრუნველყოფენ დომენის ფუნქციონირებას.
 

 
თუ კავკასუს ონლაინის მომსახურებით ვსარგებლობთ რა ჩავწეროთ NS ველში? 
1. თუ თქვენ ხართ კავკასუს ონლაინის ინტერნეტ მომხმარებელი და გეკუთვნით უფასო ჰოსტინგი, მისწერეთ ჰოსტინგის განყოფილებას იმეილზე hostings@co.ge დომენი, რომლის დარეგისტრირებაც გსურთ და ტელეფონის ნომერი, რაზეც არის ინტერნეტი ჩართული.
2. ფასიანი ჰოსტინგის შემთხვევაში NS ველში ჩაწერეთ:
ns1.hosting.co.ge
ns2.hosting.co.ge
3. მხოლოდ დნს ჩანაწერი თუ გჭირდებათ, NS ველში მიუთითეთ:
ns.caucasus.net
ns2.caucasus.net
ამ შემთხვევაში ერჯერადი გადასახადია 15 ლარი. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ A ჩანაწერის გაკეთება (მიწერეთ ჰოსტინგ სერვერის IP) და MX ჩანაწერის გაკეთება თქვენთვის სასურველ მეილ სერვერზე.

 
ყველაფრის შევსება აუცილებელია?
ფაქსის ნომრის გარდა ყველა ველის შევსება აუცილებელია.


შეიძლება ორსიმბოლოიანი დომენის რეგისტრაცია?
შესაძლებელია. მეორე დონის (*.ge) ორსიმბოლოიანი დომენის ღირებულება განსხვავებულია და მოცემულია რეგისტრაციის წესების დანართის მეოთხე და მეხუთე პუნქტებში.

შესაძლებელია დომენში "_", "?", "&" ან "!" გამოვიყენო?

არა. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ ლათინური ასოების, ციფრებისა და დეფისის გამოყენება. დომენური სახელი უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს ლათინური ანბანის ასოთი ან ციფრით. შუალედური სიმბოლოები შეიძლება იყოს ასოები, ციფრები ან დეფისი. (იხ. 1.7)

სად უნდა გადავიხადო რეგისტრაც
იის თანხა?

1. შპს "კავკასუს ონლაინი"ს სალაროში:
 ვაჟა ფშაველას გამზ. 71 (სათაო ოფისი)
 ხიზანიშვილის ქ. 18  (გლდანი )
 ნუცუბიძის ქ. 14
 ჭავჭავაძის გამზ. 19 (წიგნის მაღაზიაში, მაგთის ოფისთან)
 მესამე მასივის მესამე კვარტალი 1 კორპუსი
2. ან ნებისმიერი ბანკიდან ანგარიშზე:თიბისი ბანკი, ბანკის კოდი TBCBGE22, ანგარიშის # GE59TB0600000100467052, გადარიცხვის შემთხვევაში გადახდის დანიშნულებაში ჩაწერეთ თქვენი დომენური სახელი

 
როდის უნდა გადავიხადო რეგისტრაციის თანხა?
თანხა უნდა შეიტანოთ ან გადარიცხოთ დომენის რეგისტრაციიდან ან ვადის გასვლიდან 1 თვის მანძილზე.


რა მოხდება, თუ დამაგვიანდა თანხის გადახდა? რა შემთხვევაში დავკარგავ დომენს?
რეგისტრაციიდან ან რეგისტრაციის ვადის გასვლიდან 1 თვეში თუ არ გადაიხდით დომენის წლიურ ღირებულებას, დომენი გამოირთვება, მაგრამ 5 დღის მანძილზე დომენი ისევ თქვენია. თუ მაინც არ დაფარეთ დავალიანება, ადმინისტრატორს უფლება აქვს დომენი გააუქმოს.

რომელი დომენის აღება შემიძლია უფასოდ?
უფასოა რეგისტრანტზე მხოლოდ ერთი ცალი ზოგადი (generic) ტიპის დომენი.

 
რამდენ ხანში დარეგისტრირდება დომენი?
სწორად შევსებული (იურიდიული პირებისათვის – ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული, ფიზიკური პირებისათვის – ხელმოწერით დამოწმებული და პირადობის მოწმობის ასლი) განაცხადის მიღებიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში. (იხ. 5.3)

 
შეუძლია თუ არა უცხოელს .ge დომენის რეგისტრაცია?
უცხოური იურიდიული პირისათვის შესაძლებელია .ge დომენის რეგისტრაცია მხოლოდ ქართული იურიდიული პირის მეშვეობით (იხ. 1.9).
უცხოელ ფიზიკურ პირისათვის .ge დომენის რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ცხოვრობს და რეგისტრირებულია საქართველოში (მას უნდა ჰქონდეს ქართული პირადობის მოწმობა) (იხ. 1.8).


როგორ გავაგრძელო რეგისტრაციის ვადა?
დომენის რეგისტრაციიდან 1 წლის გასვლის შემდეგ უნდა გადაიხადოთ ამ დომენის წლიური ღირებულება და რეგისტრაცია ავტომატურად გაგრძელდება. (იხ. 2.2)

 
შეიძლება დომენის გაყიდვა, გადაცემა, ჩუქება?
არა.

რას ნიშნავს რეგისტრაციის მოცდის რიგი?
როდესაც სასურველი დომენი დაკავებულია, თქვენ გაქვთ უფლება დადგეთ ამ დომენისათვის რიგში. ამისთვისაც საჭიროა შესაბამისი ფორმის შევსება და წელიწადში 2 ლარის გადახდა. დომენის გაუქმების შემთხვევაში თქვენ გეძლევათ უპირატესობა დომენის რეგისტრაციისათვის. (იხ. 4)

 
რა შემთხვევაში არის შესაძლებელი დომენის გადაცემა?
ა) რეგისტრანტის კანონიერ მემკვიდრეზე
ბ) სასამართლოს გადაწყვეტილებით
გ) საერთაშორისო ქსელური კონსორციუმის, ICANN/IANA-ს ან მის მიერ დასახელებული ორგანიზაციის მოთხოვნით (იხ. 3.1).